logo
ENG



ბაიდენი ამბობს, რომ ისრაელისა და ჰამასის კონფლიქტში "პაუზაა" საჭირო

02 ნოე 202312:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/02/t0tm3ijclp2updq.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ღაზის სექტორში ისრაელისა და ჰამასის კონფლიქტში "პაუზაა" საჭირო.

ბაიდენი მინესოტაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დაახლოებით, 200 ადამიანს ესაუბრებოდა, როდესაც მასიდან დაიყვირეს: "როგორც რაბინი, მე მჭირდება, რომ ახლავე მოუწოდოთ ცეცხლის შეწყვეტისკენ".

ბაიდენმა უპასუხა: "ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება პაუზა. პაუზა ნიშნავს, რომ დრო მივცეთ, პატიმრების გაყვანისთვის".

მოგვიანებით, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ბაიდენი გულისხმობდა მძევლებს, რომლებიც ჰამასმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცა.

ისრაელმა პირობა დადო, რომ გაანადგურებდა ჰამასს და ტერორისტულ ორგანიზაცია დაბომბვითა და სახმელეთო ოპერაციებით უპასუხა.

თეთრ სახლში აქამდეც განუცხადებია, რომ მხარს უჭერს "ჰუმანიტარულ პაუზას", რათა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება დაუშვან და მძევლები გაათავისუფლონ.


close დახურვა